„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია სამეგრელოში

12:11, 15.08.2021

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა, მამუკა წოწერიამ სოფელ ერგეტას და ცვანეს მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა.

მმართველი გუნდის მერობის კანდიდატმა სოფლის მოსახლეობას გეგმები წარუდგინა, რომლის მიხედვითაც უახლოეს პერიოდში ერგეტა-დიდგვიმარონის დამაკავშირებელი გზის და ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მოხდება. მერობის კანდიდატის განმარტებით, მოსახლეობის მთავარი პრობლემა გაზიფიცირებაა, რომლის სამუშაოებიც გეგმის შესაბამისად მომავალ წელს დასრულდება.

მსგავსი