„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია კახეთში

 რეგიონებში მმართველი გუნდის საარჩევნო კამპანია კახეთიდან დაიწყო. თელავი-ყვარელი-ახმეტა-ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენას პრემიერი და „ქართული ოცნების“ ლიდერები ესწრებოდნენ. რეგიონის უკვე ყოფილი გუბერნატორი ამჯერად მაჟორიტარად იყრის კენჭს.

ძლიერი თვითმმართველობა, რეგიონში ინვესტიციების მოზიდვა და სოციალურ-ეკონომიკური პროექტების სწრაფად განხორციელება – ასეთია კანდიდატის მთავარი გზავნილები. დასახელდა პირველ ეტაპზე მოსაგვარებელი პრობლემებიც.

 

დატოვე კომენტარი