„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია
„ქართული ოცნების“ ახალციხის მერობის კანდიდატი შეხვედრებს აგრძელებს. ვარლამ წიკლაური სოფლების: ჭვინთის, ანისა და ელიაწმინდის მცხოვრებლებს შეხვდა. ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებსა და პროგრამებზე, რომლებიც ამ სოფლებში განხორციელდა. ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, ელიაწმინდის ადმინისტრაციულ ერთეულში მოწესრიგდა საავტომობილო გზები, აშენდა ახალი მინი მოედნები, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა საჯარო სკოლის შენობას, მოეწყო ახალი განათების სისტემები და გაიხსნა ორი ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი.