„ქართული ოცნება“ მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს. რუსთავში ნინო ლაცაბიძემ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ქალაქის ათივე საარჩევნო ოლქის უბნებში პირადად წარადგინა. მე-7 მიკრორაიონში, ახალ შიდა საუბნო სივრცეში გამართულ შეხვედრას, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრები და რუსთავის დელეგატი პარლამენტში, ირაკლი შატაკიშვილიც ესწრებოდნენ.