„ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის მერობის კანდიდატმა დათო კოდუამ საარჩევნო კამპანია დაიწყო. შეხვედრაზე, მისი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის მთავარ პრიორიტეტებზე ისაუბრა. მერობის კანდიდატმა ზუგდიდის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებიც წარადგინა. ღონისძიებას ვიცე-პრემიერი, სახელმწიფო რწმუნებული, პარლამენტის წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.