„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის შეხვედრები

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაცია რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარე, ნინო წილოსანი ადგილობრივი ორგანიზაციის წევრებს კასპში, ტექნოპარკის შენობაში შეხვდა. საუბარი შეეხო იმ პრობლემებსა და საჭიროებებს, რომელიც რეგიონში მცხოვრებ ქალებს აწუხებს. შეხვედრას ორგანიზაციის წევრ ქალებთან ერთად, კასპის მუნიციპალიტეტის მერი და მაჟორიტარი დეპუტატიც ესწრებოდნენ.