„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ანგარიში

„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციამ წლიური ანგარიში წარადგინა. ორგანიზაციის წევრებმა ის ღონისძიებები განიხილეს, რომლებიც ქალთა როლის გაძლიერებისთვის მთელი წლის განმავლობაში ჩატარდა. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე დაესწრნენ.