„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი - შეფასებები

პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელება კვლავ შეფასებების თემაა პოლიტიკურ პარტიებში.

კანდიდატურას მწვავედ აკრიტიკებს ოპოზიცია, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას პრეზიდენტის ინსტიტუტისა და მოქალაქეების დაცინვას უწოდებს. მმართველ გუნდში კი მას მებრძოლ პოლიტიკოსს უწოდებენ და აცხადებენ, რომ მიხეილ ყაველაშვილს „ქართული ოცნებისგან“ სრული ნდობა და მხარდაჭერა აქვს.