„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დასახელდა – ის ბიძინა ივანიშვილმა პირადად წარადგინა. მიხეილ ყაველაშვილის თქმით, გააკეთებს ყველაფერს, რომ საზოგადოება ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გაერთიანდეს.

ქვეყნის ახალ პრეზიდენტს 14 დეკემბერს კოლეგიის 300 წევრი აირჩევს, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით. პრეზიდენტი დაინიშნება ხუთი წლის ვადით – ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს შედგება.