„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა – პრემიერის განცხადება
„თავისუფალ მედიაზე ღია თავდასხმის უპრეცედენტო მაგალითი“ – ასე შეაფასა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიტანეთის გადაწყვეტილება, „ტვ იმედისა“ და „პოს-ტვს“ დასანქცირებაზე.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნული განცხადება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და საზოგადოებას მმართველი გუნდის პოზიცია გააცნო. შეხვედრას, რომელიც პარტიის ცენტრალურ ოფისში ერთ საათს გაგრძელდა, ბიძინა ივანიშვილიც დაესწრო. ირაკლი კობახიძემ პროცესში ქართული ოპოზიციის და მესამე სექტორის ჩართულობაზეც გააკეთა აქცენტი. პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება არის გარანტი, რომ მედიის თავისუფლება ქვეყანაში არ შეიზღუდება.