„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება

დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. იმსჯელებენ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.

უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში ახალი სახეებიც იქნებიან წარმოდგენილი. პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, უმრავლესობის სხდომაა დაგეგმილი, შეხვედრა 20:00 საათზეა ჩანიშნული.