„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა

15:03, 17.10.2026

ამ წუთებში „ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება. მედიისთვის კი განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ეს იქნება რიგითი სამუშაო შეხვედრა, სადაც არანაირი განსაკუთრებული სიურპრიზი მოსალოდნელი არ არის.

თამარ წიკლაური იმყოფება „ქართული ოცნების“ სათავო ოფისში, რომელიც პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება – რა თქვეს უმრავლესობის წევრებმა შეხვედრის დაწყებამდე?

მსგავსი