„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება

„გლობალური ომის პარტია“ და „დიფ სთეითი“, როგორც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარი ინსტრუმენტი – „ქართული ოცნების“ შეფასებით, ეს არის ორი მთავარი ძალა, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებული მძიმე პროცესების შემოქმედია. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე ომისა და ეკონომიკურ პრობლემების ავტორად სწორედ „დიფ სთეითს“ ასახელებს. რაც შეეხება „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარისა და ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებას, ფაქტს პარტიის პოლიტსაბჭო   საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილს უკავშირებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ომი სანქციების მიუხედავად არ იქნება. პოლიტსაბჭოს განცხადებაში დაწესებული სანქციები „ანტიქართულ ნაბიჯად“ არის შეფასებული, პოლიტიკოსები კი, რომლებიც „ანტიქართული განცხადებებით“ გამოირჩევიან „დიფ სთეითის“ ქსელის წევრებად არიან მოხსენიებული. „ქართული ოცნების“ ლიდერები სწორედ „დიფ სთეითის“ დამარცხებასა და ევროპაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების დასრულებაში ხედავენ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვის გზებსაც.

რა შეფასებები მოჰყვა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას პოლიტიკურ წრეებში – თამარ წიკლაური დეტალებით.