„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი პარტიის დეპუტატები სრულად იზიარებენ დოკუმენტის შინაარსს და ამბობენ, რომ ტექსტში ასახულია ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელიც რეალურად დგას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მსოფლიოს წინაშე.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ რისკები უფრო კარგად ჩანს ბოლო პერიოდისა და იმ კონკრეტული ქმედებებისა თუ მოთხოვნების გაანალიზებითაც, რომელიც კონკრეტულ ძალებს აქვთ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ფარგლებს გარეთ.
რაც შეეხება ოპოზიციას, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას არასერიოზულს უწოდებენ.