„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადება

„ქართული ოცნება“ 17 ევროპული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საერთო წერილს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს წერილი მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმაა ქართველ ხალხსა და ქართულ დემოკრატიაზე. მმართველი გუნდის შეფასებით, განცხადება დეზინფორმაციითა და ცრუ ბრალდებებით არის გაჯერებული. „ქართული ოცნების“ პასუხში ასევე საუბარია 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, რომლის ლეგიტიმურობა, მათივე თქმით, ეუთო/ოდირის დასკვნით არის გამყარებული. ევროპელი პოლიტიკოსები კი, როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, არა არჩევნების შინაარსით, არამედ მისი შედეგით არიან უკმაყოფილო. ამავე განცხადებაში განმარტებულია ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების მიზეზი და ნათქვამია, რომ კანონი, რომლის საფუძველზეც მათი დაკავება მოხდა, საქართველოში უკვე სამი ათეული წელია არსებობს და ის ევროპულ პრაქტიკასა და სტანდარტებს სრულად შეესაბამება. სწორედ არჩევნების კონტექსტში აღნიშნულია შეწყალების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებაც. რაც შეეხება დაკავებულ აქტივისტებს, განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროპიდან გამოგზავნილი წერილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მომიტინგეთა ძალადობა ქვეყნის გარედან იყო მხარდაჭერილი. ამასთან, „ქართული ოცნება“ განცხადების ბოლოს გამოთქვამს მზაობას ითანამშრომლოს ნებისმიერ სახელმწიფოსთან, რომელსაც საქართველოსთან სამართლიანი ურთიერთობის სურვილი აქვს.