„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადება

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სანქციების შესახებ გადაწყვეტილებები საფუძველს მოკლებულია და უმეტეს შემთხვევაში, ეს ყველაფერი ქვეყანაზე ზეწოლის მოსახდენად ხორციელდება. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ამ ყველაფრის უკან გარკვეული ძალები დგანან. დედაქალაქის მერისთვის დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნასთან დაკავშირებით, მიუღებელია. მისი თქმით, ყველა მსგავსი გადაწყვეტილება დაფუძნებულია სიცრუეზე. კახა კალაძე იმედოვნებს, რომ არსებული ვითარება 20 იანვრის შემდეგ შეიცვლება.