„ქართული ოცნების“ პასუხი პრეზიდენტს

რა პასუხი ექნება „ქართულ ოცნებას“ პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე.

შეიცვლება თუ არა ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი. მმართველ გუნდში არ გამორიცხავენ, რომ საარჩევნო კანონმდებლობა კიდევ ერთხელ გადაიხედოს. საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ცესკო-ს თავმჯდომარეობის ორ კანდიდატს შორის მოქმედი თავმჯდომარე არ მოხვდა.