"ქართული ოცნების" ოფისში ბრიფინგი გაიმართა

ბრიფინგი გაიმართა დღეს “ქართული ოცნების” ოფისში. ზვიად კვაჭანტირაძემ და სოფიო ქაცარავამ მოსალოდნელ პროვოკაციებზე ისაუბრეს. მათი განცხადებით, არჩევნების მეორე ტურისთვის “ნაციონალურ მოძრაობას” პროვოკაციული გეგმები აქვს შემუშავებული, რაც საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებთან არის დაკავშირებული.

სოფიო ქაცარავას განცხადებით, მსოფლიოს სხვდასხვა ქალაქში „ნაციონალურ მოძრაობას“ შექმნილი აქვს სპეციალური ჯგუფები, ე.წ. მიკროშტაბები, რომელთა მეშვეობითაც, საკონსულოებისა და საელჩოების სახელით, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეებს უკავშირდებიან. მათ მიზანმიმართულად ატყუებენ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის სანაცვლოდ, უცხოეთში ლეგალურად ცხოვრების, მუშაობისა და თავშესაფრის მიღებისთვის საჭირო დახმარებას ჰპირდებიან. ისინი აქტიურად იყენებ სოციალურ ქსელებს და ფეიკგვერდების საშუალებით, ამ და სხვა ტიპის ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

დეტალებს თამარ წიკლაური გვეტყვის – რა სახის პროვოკაციებზეა საუბარი.