„ქართული ოცნების” მმართველობის ექვსი წელი

ხელისუფლებაში ყოფნის ექვსი წელი. „ქართული ოცნება“ მმართველობის შედეგებს აჯამებს. წარმატებებზე და გამოწვევებზე სასაუბროდ მმართველი პარტია ცენტრალურ ოფისში შეიკრიბა.

პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით გამართულ შეხვედრას პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

2012 წლის შემდეგ გატარებული რეფორმების და მთავარი მიღწევების შეფასების გარდა პარტიის ლიდერებმა საკუთარი გამოსვლები მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებსაც დაუთმეს, რა დროსაც მმართველი გუნდის ბრალდებების მთავარი ადრესატი ყოფილი მმართველი პარტია იყო.

ხელისუფლება მის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის გამარჯვებაში დარწმუნებულია.