„ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელი
14 წელი ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან. 2012 წლის პირველი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით, კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, რითიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 9-წლიანი მმართველობა დასრულდა. ამ 14 წლის განმავლობაში საქართველო არაერთი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა — რეგიონში მიმდინარე ომების, პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისების ფონზე ქვეყანა განვითარების დღის წესრიგის შენარჩუნებას ცდილობდა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ 14 წლის წინ, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართველმა ხალხმა სადისტური რეჟიმი დაამარცხა“. „ქართული ოცნების“ 14-წლიან მმართველობას პოლიტიკოსები აფასებენ.