„ქართული ოცნების“ მმართველობის 14 წელი – გამოხმაურება

12:02, 01.10.2026

„14 წელი გამარჯვებიდან“ – ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ- მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის 14 წლისთავს.

„პირველი ოქტომბერი ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის მხოლოდ გამარჯვების თარიღი არ არის. ეს არის დღე, რომელსაც ჩვენ საქართველოს უახლესი ისტორიის გარდამტეხ მომენტად ვაფასებთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კირცხალია სოციალურ ქსელში წერს. როგორც კირცხალია აღნიშნავს, „14 წლის წინ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ეროვნული იდეის ირგვლივ მთელი ქვეყანა გაერთიანდა“.

ქალაქის მერი კი – ვრცელ პოსტს აქვეყნებს და ამ თარიღს „ისტორიულს“ უწოდებს. კახა კალაძე ხაზს უსვამს ბიძინა ივანიშვილის როლს 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის პოლიტიკურ მოვლენაში, რომლის უკანაც, როგორც მერი ამბობს, უდიდესი პასუხისმგებლობა და ძალისხმევა იდგა. „აღნიშნულმა დღემ კი – საქართველოს უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული კვალი დატოვა. ამ 14 წლის მანძილზე ბევრი რამ გამოვიარეთ – იყო სირთულეები, გამოწვევები, გამარჯვებები და წარმატებები, რა თქმა უნდა, შეცდომებიც. მაგრამ ერთი რამ არასდროს შეცვლილა – საქართველოს ინტერესების დაცვა და პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე“. – წერს კახა კალაძე. თბილისის მერი მადლობას უხდის თითოეულ ადამიანს ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ჯანსაღი კრიტიკისთვის.

მსგავსი