„ქართული ოცნების“ მიმართვა კომუნიკაციების კომისიას

15:25, 03.06.2025

„ქართულმა ოცნებამ“ ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარს“ კომუნიკაციების კომისიაში უჩივლა. ჟურნალისტებისა და წამყვანების მიერ გამოყენებული ტერმინები, რასთან დაკავშირებითაც საჩივარია წარდგენილი, არის: „არალეგიტიმური პარლამენტი“, „ეგრეთ წოდებული პარლამენტის თავმჯდომარე“, „ოლიგარქის დეპუტატი“, „რეჟიმის საქალაქო სასამართლო“. „რეჟიმის პატიმრები“, „ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო“, „პრორუსული პოლიტიკური რეჟიმი“ და სხვა. „ქართული ოცნების“ განცხადებით, აღნიშნული ტერმინები არის „პირადი შეფასებები/ბრალდებები, რომლებიც ფაქტებისგან გამიჯნული არ არის“.

საკითხის შესახებ ინფორმაცია თავად ტელკომპანიების წარმომადგენლებმა გაავრცელეს და აღნიშნული ზეწოლად და მათი დახურვის მცდელობად შეაფასეს. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ქართულ საკანონმდებლო სივრცეში ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები არის ბრიტანული სტანდარტიდან გადმოტანილი და საჩივრის შეტანის მიზანი არის ის, რომ ქართულ მედიაში, განსაკუთრებით კი საინფორმაციო გამოშვებებში, გადმოცემული იყოს ფაქტები და არა აღქმა.

მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადება

მსგავსი