მედიის ადვოკატირების კოალიციამ მედიასთან დაკავშირებულ საკითხებზე დღეს განცხადება გააკეთა. ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში შეტანილ „ქართული ოცნების“ საჩივარზე, რომლის მიხედვითაც, მაუწყებლობის შესახებ კანონის ცალკეულ ნორმათა მოთხოვნების დარღვევას ტელეკომპანია „ფორმულას“, „ტვ პირველსა“ და „მთავარს“ ედავება. ასევე ბრიფინგზე განცხადება გაკეთდა მზია ამაღლობელისა და სხვა ჟურნალისტების საქმეებზეც.
მედიის ადვოკატირების კოალიციის წევრები ასევე გამოეხმაურნენ გუშინ ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირებულ ცვლილებებზეც, რომელთა მიხედვითაც, კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ექნება, სასამართლოს მიმართოს და კომერციული ბანკებიდან მაუწყებლების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია გამოითხოვოს.