„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი - კახა კალაძე 

თბილისის მერობის კანდიდატად მესამე ვადით „ქართულმა ოცნებამ“ კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა. ღონისძიება მთაწმინდის პარკში გაიმართა და მას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. კალაძე საზოგადოებას გუნდის სახელით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. შეგახსენებთ, კახა კალაძე დედაქალაქის მერად პირველად -2017 წელს, მეორე ვადით კი – 2021 წელს აირჩიეს.

საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ჩატარდება.