„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენა

ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს პარტია „ქართული ოცნება“. ირაკლი ღარიბაშვილმა საჩხერის მერობის კანდიდატი წარადგინა. საჩხერის მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში ლევან ივანაშვილი იბრძოლებს. დღესვე, ირაკლი ღარიბაშვილმა მერობის კანდიდატი წარადგინა ზესტაფონსა და ჭიათურაში.