„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატების წარდგენა

„ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ხარაგაულის, სამტრედიისა და ვანის მერობის კანდიდატები წარადგინა. ხარაგაულის მერის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნებში კობა ლურსმანაშვილი მონაწილეობს. სამტრედიაში დავით ბახტაძე. ვანში კი ალექსანდრე გოგორიშვილი.