თბილისის მერობისა და დედაქალაქის ყველა რაიონში საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის შემდეგ, მმართველმა გუნდმა მერობის კანდიდატები ქვეყნის მასშტაბით 63-ვე მუნიციპალიტეტში დაასახელა.
საარჩევნო მარათონის მონაწილეები საზოგადოებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებისთვის ძირითადად მოქმედი თანამდებობის პირები იბრძოლებენ, თუმცა დასახელდნენ ახალი სახეებიც. მათ შორის არიან მერობის კანდიდატები კერძო სექტორიდან, მედიიდან და კიდევ არაერთი სფეროდან.