„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის წარდგენა

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. მოსახლეობასთან შეხვედრა ამჯერად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისაში გაიმართა, სადაც საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, პაატა კვიჟინაძე და ხარაგაულის მერობის კანდიდატი, კობა ლურსმანაშვილი წარადგინეს.

წარდგენას კახა კალაძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე და პარტიის სხვა ლიდერები ესწრებოდნენ. დღესვე „ქართული ოცნება“ პაატა კვიჟინაძეს  ჭიათურასა და საჩხერეში წარადგენს.