„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან

13:15, 19.10.2020

სამგორის რაიონში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სამგორის ოლქში. სოზარ სუბარმა მათ ვეტერანთა დღე მიულოცა და ქვეყნისთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ძირითად პრობლემად ვეტერანებმა 22-ლარიანი საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაასახელეს. სოზარ სუბარი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, პარლამენტში ლობირებას გაუწევს საკითხის გადახედვას.

მსგავსი