„ქართული ოცნების” კონფერენცია

ხელისუფლება თითქმის ექვსწლიანი მმართველობის შედეგებს აჯამებს.

აჭარასა და გურიაში ქართული ოცნების რეგიონულ კონფერენციებს უმასპინძლეს.

ადამიანის უფლებები, საკუთრების დაცვა, ახალი პოლიტიკური გარემო, უვიზო რეჟიმი ევროპასთან – ეს არის ის ძირითადი მიღწევები, რომლებიც პარტიის ლიდერების გამოსვლებში იყო აქცენტირებული.

საუბარი შეეხო ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, რომელთა შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გარდა, სიღარიბის დაძლევა და სამუშაო ადგილების შექმნა დასახელდა.