„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა მესტიაში

მმართველი გუნდი რეგიონებში საკუთარი კანდიდატების წარდგენას განაგრძობს.

დღეს „ქართულმა ოცნებამ“ მერობის კანდიდატი მესტიაში დაასახელა. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი სვანეთში კაპიტონ ჟორჟოლიანი იქნება. წარდგენაზე პრემიერ-მინისტრმა ეპიდვითარებასა და ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა. პრემიერმა ასევე მესტიაში ტურიზმის განვითარების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ახალი საბაგიროს მშენებლობა დააანონსა.