„ქართული ოცნების“ კანდიდატის წარდგენა

პარტია „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატების წარდგენას განაგრძობს. ირაკლი ღარიბაშვილმა ბაღდათის  მერობის კანდიდატი დაასახელა. თანამდებობის დასაკავებლად კახა ენუქიძე იბრძოლებს. დღესვე ღარიბაშვილი მერობის კანდიდატებს თერჯოლასა და ტყიბულში წარადგენს.