„ქართული ოცნების“ მორიგი ინიციატივა, „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით, პოლიტიკური შეფასებების თემაა. მმართველი გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელს შეიტანს და „ნაციონალური მოძრაობის“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას მოითხოვს. ეს მას შემდეგ მოხდება, რაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია მუშაობას დაასრულებს.
ინიციატორების ინფორმაციით, კომისიის საბოლოო დასკვნა, რომელიც დაადასტურებს ყოფილი ხელისუფლების დანაშაულებრივ ქმედებებს, შექმნის სამართლებრივ საფუძველს, რომ საკითხის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დაიწყოს.
პოლიტიკური სუბიექტების შეფასებებით, თეონა მანაგაძე.