„ქართული ოცნების“ ინიციატივა

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ახალი კანონის მიღებასთან დაკავშირებით, პოლიტიკოსები ეხმაურებიან. საუბარია საკანონმდებლო ინიციატივაზე, რომელიც მმართველი გუნდის თქმით, საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისა და მისი გარდაუვალი მავნე შედეგებისგან დაიცავს.

კანონპროექტი პარლამენტში უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მომზადდება და დაინიცირდება. ოპოზიცია თვლის, რომ დამატებით რეგულაციები ამ მიმართულებით საჭირო არ არის და მიზანი საარჩევნოდ ხმების მოპოვებაა. მმართველ პარტიაში კი ოპონენტებს თანამშრომლობისა და რეგულაციების ერთად შემუშავებისკენ მოუწოდებენ.