„ქართული ოცნების“ ინიციატივა

„ქართული ოცნების“ ინიციატივა – ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, გამარტივდეს – დამნაშავე პირისგან მისი, მისი ოჯახის წევრებისა თუ დაკავშირებული პირისგან დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაცია და დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურება. ამასთან, ვიდრე დამნაშავე ფინანსურ ვალდებულებებს არ გაისტუმრებს, პროკურორს  შეუძლია მოითხოვოს სოციალური დაცვის ღონისძიების სახით, სასამართლოსგან დამნაშავეს აუკრძალოს ქვეყნის დატოვება დანაშაულის ხანდაზმულობის ორმაგი ვადით – ნაკლებად მძიმე დანაშაულზე 12, მძიმე დანაშაულზე კი 16 წლის ვადით. ქვეყნიდან გაუსვლელობის უზრუნველსაყოფად მოსამართლეს აქვს უფლება გამოიყენოს ელექტრონული მონიტორინგის სისტემა.