„ქართული ოცნების“ ინიციატივა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცებენ „ქართული ოცნების“ ინიციატივას, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ეხება. კანონპროექტის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს ექნება შესაძლებლობა აკრძალოს პარტია, რომლის გაცხადებული მიზანი, საქმიანობის არსი და მათ შორის პერსონალური შემადგენლობა, სასამართლოს მიერ უკვე აკრძალული პარტიის გაცხადებულ მიზანს, საქმიანობის არსსა და პერსონალურ შემადგენლობას იმეორებს. მმართველი გუნდის მიერ შეთავაზებულ ინიციატივას მწვავედ აკრიტიკებენ ოპოზიციურ სპექტრში და მიაჩნიათ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური პარტიების მიმართ შურისძიებაა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების საჭიროება პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე კიდევ ერთხელ გამოჩნდა და სწორედ საგამოძიებო კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავენ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს.