„ქართული ოცნების“ ინიციატივა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაინიცირდა. ცვლილებათა პაკეტი დამტკიცების შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობის“ წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობას აკრძალავს. პარალელურად კი მზადდება სარჩელი, რომლის მიზანიც პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებაა. ამ ინიციატივას პოლიტიკურ დევნად აფასებს ოპოზიცია. მმართველი გუნდში კი ამბობენ, რომ ამით მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებას ასრულებენ.