„ქართული ოცნების“ ინიციატივა

ვინ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას – მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უმრავლესობა ბრძოლას ამ დროის მონაცემებით არ აპირებს, „ქართული ოცნების“ ახალი ინიციატივის აღსრულების შემდეგ, მათ ნაწილს, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილეობა კანონით აეკრძალოს. მმართველმა გუნდმა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან აფილირებული პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადების მიზნით, შესაბამის პროცედურები უკვე დაიწყო.

თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ თვითმმართველობის არჩევნების თემას „ქართული ოცნების“ პროპაგანდის გაგრძელებას უწოდებენ, პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას კი იმით ხსნიან, რომ დღევანდელი ხელისუფლების რეალური ალტერნატივა თავად არიან.

ლიზი ჩიმჩიურის რეპორტაჟი.