„ქართული ოცნების“ ინიციატივა

„ქართული ოცნება“ უახლოეს მომავალში ამერიკული ფარას (FARA) ზუსტ ანალოგ საკანონმდებლო პაკეტს წარადგენს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ თარგმანზე მუშაობას უკვე იწყებენ. აღნიშნული პროექტი ჩაანაცვლებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც პარლამენტმა რამდენიმე თვის წინ საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ კანონს ათეულობით მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაცია არ ემორჩილება, ამიტომ მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ის ამერიკული ფარას ანალოგით ჩაანაცვლონ.

ინიციატივას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა –  ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე