„ქართული ოცნების“ ინიციატივა - შეფასებები

პოლიტიკურ სპექტრში შეფასებების თემაა მმართველი გუნდის ინიციატივა, რომელიც ყოფილი ხელისუფლების დანაშაულების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო კომისიის შექმნას ეხება.

უმრავლესობის ლიდერის თქმით, კომისია საგაზაფხულო სესიის პირველივე კვირაში შეიქმნება და კანონმდებლები 2003-12 წლებში ჩადენილ ყველა შესაძლო დანაშაულს ზედმიწევნით შეისწავლიან, მუშაობის დაწყებიდან 6 თვის შემდეგ კი საპარლამენტო კომისია სამართლებრივ და პოლიტიკურ რეკომენდაციებს მოამზადებს.