„ქართული ოცნების“ განცხადება და ოპოზიციის გამოხმაურება

„ქართული ოცნება“ შარშანდელის მსგავს რიტორიკას იმეორებს – მმართველი გუნდი რამდენიმე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციას „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ევროპულ საქართველოსთან“ კავშირში ადანაშაულებს. მმართველი პარტია დარწმუნებულია, რომ მითითებული ორგანიზაციები არჩევნების დღეს პროვოკაციებს გეგმავენ და ამ გზით მოქალაქეებში საარჩევნო დარღვევებისა და არჩევნების გაყალბების აღქმების გაღვივებას ცდილობენ. სახელდება კონკრეტული ორგანიზაციებიც. ხელისუფლება მესამე სექტორს მათი ფინანსებითა და მუშაობით დაინტერესებას სთხოვს და აინტერესებს, საიდან ჰყავს ჯამში 14 ორგანიზაციას 10 000-მდე დამკვირვებელი, რაც სხვა სადამკვირვებლო მისიების მონიტორთა რაოდენობას მკვეთრად აჭარბებს.

გასული წლის მსგავსად, დამკვირვებლების შესაძლო პოლიტიკური კავშირები დღესაც მწვავე პოლიტიკური ურთიერთბრალდებების თემად იქცა.