„ქართული ოცნების“ გამოხმაურება 

მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების დაფინანსების საკითხს ეხმაურება. „ქართული ოცნების“ პოზიციაა, რომ თუ პარტიები გამოთქვამენ ინტერესს დაფინანსების მიმართ, ეს, შესაძლოა, იყოს კარგი ნიშანი იმისა, რომ ოპოზიცია მზად არის საპარლამენტო საქმიანობისთვის. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ყველას პასუხისმგებლობაა, დიალოგი წარმატებით დასრულდეს, თუმცა, „ქართული ოცნება“ ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს გამორიცხავს.