„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება - შეფასებები

ოპოზიციური პარტიების აკრძალვა დროებით გადავადდა. მმართველი გუნდი „ნაციონალური მოძრაობისა“ და მასთან დაკაშირებული პარტიების გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს, თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ მიმართავს. გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, სადაც ასევე შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საქმიანობის ვადა კიდევ ერთი თვით გახანგრძლივდება. ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სარჩელის მომზადების მთავარი საფუძველი, სწორედ საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მიღებული დასკვნა უნდა გახდეს. თუმცა, ოპოზიციური პარტიების ნაწილი და მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ ამ ეტაპზე ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას არ გეგმავენ. „ქართული ოცნება“ დღეს ოპონენტებმა ყოფილ სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობაშიც დაადანაშაულეს.