„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ახალი მთავრობის სტრუქტურაზე მსჯელობენ

დროებითი მთავრობის დამტკიცების შემდეგ, „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უკვე ახალი მთავრობის სტრუქტურაზე მსჯელობენ.

მმართველი გუნდის წევრები კონსულტაციას გაფართოებულ რეჟიმში მართავენ.

სამი სამინისტროთი შემცირებული კაბინეტი პრემიერმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტს სამ კვირაში უნდა წარუდგინოს.

კონკრეტულად, როგორ შეიცვლება საქართველოს მთავრობის სტრუქტურა მიმდინარე კონსულტაციებზე დამოკიდებული, მანამდე არსებული ინფორმაციით კი, კულტურის, სასჯელაღსრულების და დევნილთა სამინისტროები შეიძლება სხვა უწყებებთან გაერთიანდეს.