„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატის განცხადება

„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი მის წინააღმდეგ გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება. არჩილ ჩიქოვანი პროკურატურის პასუხს ასაჯაროებს და აცხადებს, რომ მის მიმართ არასდროს ყოფილა სისხლის სამართლებრივი დევნა და საარჩევნო პერიოდში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მის წინააღმდეგ აწარმოა ცრუ კამპანია. მისივე მტკიცებით, მეგის ქარდავას მოადგილედ არ უმუშავია.