„ქართული ოცნების“ აქცია და შეფასებები

რა დატვირთვა ჰქონდა არჩევნების მეორე ტურის წინ მხარდამჭერების შეკრებას – მმართველი პარტიის გუშინდელი აქცია წინასაარჩევნო პოლიტიკური დღის წესრიგის თემად იქცა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებისთვის 27 ოქტომბერი ქართველი ხალხის ძალის ჩვენებასთან ასოცირდება. თავისუფლების მოედანზე შეკრებილთა რაოდენობა და აქციის მასშტაბურობა მმართველი გუნდისთვის კიდევ ერთი არგუმენტია იმისთვის, რომ 30 ოქტომბერს ხელისუფლება 20-ვე ქალაქში გაიმარჯვებს. უცვლელია ოპოზიციის რიტორიკა. ოპონენტები დარწმუნებულები არიან, რომ გუშინდელ აქციაზე მოქალაქეები იძულებით მიიყვანეს.

გუშინდელ შეკრებას 14 ოქტომბრის აქციის პასუხად მიიჩნევს ოპოზიციის მეორე ნაწილი.