„ქართული ოცნების“ ახალი საკანონმდებლო ინიციატივა
„გრანტების კანონი“ მკაცრდება. წესდება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება გარე ლობიზმი. ცვლილებით ზუსტდება რა მიიჩნევა გრანტად და ვის ექნება ვალდებულება, რომ გრანტის გასაცემად მთავრობისგან წინასწარი ნებართვა მიიღოს. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ ცვლილებების თანახმად, გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი პირის მიერ ნებისმიერი პირისთვის ფულადი ან ნატურალური ფორმით გადაცემული სახსრები, რომელიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოების ნებისმიერ ნაწილზე რაიმე გავლენის მოხდენას.დადგენილი წესების დარღვევა გამოიწვევს ჯარიმას, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას 300-დან 500 საათამდე ან პატიმრობას 6 წლამდე. ცვლილების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავენ „ლელოში“.