„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია რეგიონულ შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად ორგანიზაციის წევრები მცხეთა-მთიანეთში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეხვდნენ. კონფერენცია საგურამოში გაიმართა. მთავარი განსახილველი თემები უმუშევრობა, რეგიონებიდან ახალგაზრდების გადინება და ახალგაზრდული სივრცეების ნაკლებობა იყო.
„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვარლამ ლიპარტელიანის განცხადებით, აღნიშნული კონფერენციების მიმართ ახალგაზრდების ინტერესი ძალიან დიდია. მსგავს შეხვედრებს ორგანიზაცია ქვეყნის ათივე რეგიონში გამართავს, დასკვნით ღონისძიებას კი თბილისი უმასპინძლებს.