„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში
დასაქმება, პროფესიული განათლების ხელშეწყობა, ახალი თაობის ჩართულობა ადგილობრივ პროექტებში – უკვე ერთი საათია, ამ საკითხებზე კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რიგით მეშვიდე კონფერენცია რუსთავში. შეხვედრაზე იმ საკითხებზე მსჯელობენ, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის პრობლემური და აქტუალურია. ორგანიზაციის ლიდერები შეხვედრის მონაწილეებს საკუთარ ხედვებს უზიარებენ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს შესაძლებლობების წახალისება და ახალი თაობის ჩართულობა ადგილობრივ პროექტებში. კონფერენციას ესწრება ცოტნე ივანიშვილი, რომელსაც ახალგაზრდებმა პოლარიზაციასთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები.