„ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენცია 

15:25, 18.04.2026

სასტუმრო „პარაგრაფში“ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია გაიმართა. ორგანიზაციის ლიდერი, ვარლამ ლიპარტელიანი და ბორდის წევრები გურიის სტუდენტებს შეხვდნენ. როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, მთავარი ამოცანა სტუდენტებთან პირდაპირი დიალოგი და მათი პოლიტიკურ თუ სამოქალაქო პროცესებში მეტი ჩართულობაა. შეხვედრას ესწრებოდა ცოტნე ივანიშვილიც. მისი მისამართით დასმული ერთ-ერთი კითხვა საზოგადოების პოლარიზაციას ეხებოდა.

მსგავსი